ამ პოზიციაზე თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება ტერნიმალების წამოღება სხვადასხვა ლოკაციიდან და მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ მძღოლ - კურიერს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- ტერნიმალების წამოღება სხვადასხვა ლოკაციიდან;
- მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია;
- მიღება - ჩაბარების აქტებზე მომხმარებლის ხელმოწერა.
მოთხოვნები:
- პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა;
- ქ. თბილისის ქუჩების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- საწვავს;
- ზონალური პარკირების საშვს;
- საკომუნიკაციო ხარჯებს;
- ანაზღაურება: 1500 ლარი (Net)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!