ლოკალური რემონტის ტექნიკოსი
Full-time ტექნიკოსი
თბილისი, საქართველო

შემოუერთდი ბს/2 ჯორჯიას გუნდს, ლოკალური რემონტის ტექნიკოსის პოზიციაზე

,,ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki Kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას.

ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში.  ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშოების ჩატარება;

პოს-ტერმინალების შეკეთება, შეცვლა გაწმენდა;

სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება წესის შესაბამისად.

მოთხოვნები:

დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;

სარჩილავთან მუშაობის გამოცდილება;

ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, საკომუნიკაციო დონეზე;

შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;

ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
Fit pass ბარათს;
სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ატვირთოთ ან  გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ლოკალური რემონტის ტექნიკოსი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!