ლოკალური რემონტის ტექნიკოსი
Full-time ტექნიკური დეპარტამენტი
თბილისი, საქართველო

თქვენი მოვალეობები მოიცავს საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშაოებს, პოს-ტერმინალების შეკეთებას, შეცვლასა და გაწმენდას, ასევე სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულებას დადგენილი წესის შესაბამისად.

ლოკალური რემონტის ტექნიკოსი

,,ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki Kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას.

ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიტვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშოების ჩატარება;

პოს-ტერმინალების შეკეთება, შეცვლა გაწმენდა;

სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება წესის შესაბამისად.

მოთხოვნები:

დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;

სარჩილავთან მუშაობის გამოცდილება;

ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, საკომუნიკაციო დონეზე;

შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;

ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
Fit pass ბარათს;
სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ატვირთოთ ან  გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ლოკალური რემონტის ტექნიკოსი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!