ინჟინერი
Full-time ტექნიკური დეპარტამენტი
თბილისი, საქართველო

თქვენი ძირითადი მოვალეობებია საბანკო მოწყობილობების დიაგნოსტიკა, სარემონტო სამუშაოების ჩატარება და გამართვა, პრევენციული ტექნიკური სამუშაოების შესრულება და სხვა ტექნიკური დავალებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში.

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ინჟინერს საბანკო მოწყობილობების სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • საბანკო მოწყობილობებისთვის სარემონტო სამუშაოების ჩატარება, დიაგნოსტიკა და გამართვა;
  • პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
  • სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • სასურველია განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია მართვის მოწმობის ფლობა - მექანიკა;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
  • ანაზღაურება: 1000 – 1200 ლარი (Net) + ზეგანაკვეთური (არსებობის შემთხვევაში)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ინჟინერი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!