ATM ტექნიკოსი
Full-time ტექნიკოსი
თბილისი, საქართველო

შემოუერთდი ჩვენს გუნდს

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ATM ტექნიკოსს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას . ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

  • ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
  • ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
  • პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა.

მოთხოვნები:

  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • მართვის მოწმობა;( მექანიკა)
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით + ზეგანაკვეთური

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ატვირთოთ ან გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ATM ტექნიკოსი).

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!