ბუღალტერი
Full-time ფინანსები
თბილისი, საქართველო

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და კონტროლი, მათ შორის: შესყიდვების, რეალიზაციის/გასვლის, ჩამოწერის, გადაფასების, შიდა გადაადგილებისა და სხვა დაკავშირებული ოპერაციების ბუღალტრული დამუშავება

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ბუღალტერს

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგურ "დიდუბიდან")

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00, (1 სთ. შესვენება)

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000 ლარიდან.

ძირითადი მოვალეობები:

-       სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და კონტროლი, მათ შორის: შესყიდვების, რეალიზაციის/გასვლის, ჩამოწერის, გადაფასების, შიდა გადაადგილებისა და სხვა დაკავშირებული ოპერაციების ბუღალტრული დამუშავება;

-       დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, და ანალიზი;

-       საბანკო ოპერაციების და სალაროს მოძრაობების აღრიცხვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშების შეთავსება;

-       ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, ამორტიზაციის დარიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;

-       თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება/ჩარიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

-       მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა და დოკუმენტური უზრუნველყოფა;

-       ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა და საჭირო მონაცემების უზრუნველყოფა;

-       კვარტლური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

-       ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და დამუშავება „შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკისა“ და შიდა რეგულაციების შესაბამისად.

·       რას მოველით კანდიდატისგან:

·       უმაღლესი ფინანსური განათლება;

·       ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;

·       საოფისე პროგრამების ცოდნა;

·       1 C ბუღალტერიის ცოდნა (ბალანსი) და მასში მუშაობის უნარი;

·       დაკუმენტებთან მუშაობა: პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ინფორმაციის საბალანსო ანგარიშში შეტანა;

·       რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

-       ჯანმრთელობის დაზღვევას;

-       საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;

-       Fit pass ბარათს;

-       კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

-       მონაწილეობას ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში;

პროფესიული სწავლებასა და განვითარებას.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

 

გისურვებთ წარმატებას!