ღონისძიებები

Plus Forum Digital UZ 2024

2024 წლის 12-13 ივნისს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ჩატარდა საერთაშორისო ფორუმი „Plus Forum Digital UZ 2024“. ღონისძიებას მხარს უჭერდა უზბეკეთის ცენტრალური ბანკი. ამ მასშტაბური ღონისძიების მთავარ სპონსორად წარდგენილი იყო BS/2, რითაც კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი კომპანიის როლს რეგიონში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების საქმეში.

ფორუმზე შეიკრიბნენ ინდუსტრიის ლიდერები, ექსპერტები და პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან , რათა გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, აუდიტორიისთვის გაეცნოთ უახლესი საბანკო გადაწყვეტილებები, სერვისები და აღჭურვილობები. ფორუმის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ფინანსური ინდუსტრიების გაციფრულების საკითხის განხილვა და ამ პროცესების მხარდაჭერა. ღონისძიებას “Penki Kontinentai”-ს შვილობილ კომპანიებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია, ბს/2 ჯორჯიას ოფისიდან და მოწვეული სტუმრები საქართველოში მოღვაწე ბანკებიდან.

ღონისძიების ფარგლებში, ორი დღის მანძილზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ინდუსტრიის სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის ბს/2. ბს/2-ის სტენდზე ფორუმის მონაწილეებს  საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საბანკო სექტორისთვის განკუთვნილ უახლეს ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხმარება ბანკებს ყოველდღიური პროცესების მართვასა და ოპტიმიზაციაში.

ბს/2-ის მონაწილეობა ფორუმზე, „Plus Forum Digital UZ 2024“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მნიშვნელობას ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და  მზადყოფნას, გააგრძელოს ინოვაციების დანერგვა და პარტნიორობის გაღრმავება როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

ფორუმის დასრულების შემდეგ, 14 ივნისს, გაიმართა სემინარი “ATM & Cash Optimization”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა პროფესიონალმა 18 წამყვანი ბანკიდან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ევროპის რეგიონებიდან. სემინარზე განიხილეს ბანკების ამოცანების ავტომატიზაციის პროცესი, ადამიანური შეცდომების შემცირება და ფულადი სახსრების დამუშავების პროცესების გამარტივება. სემინარში აქტიურად ჩაერთო ქართული დელეგაციაც, რომელთაც თავიანთი  გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარეს სხვა მონაწილეებს.

Have questions?

სიახლეები

გამოწერა
2025-02-14

ლიბერთი ბანკი და BS/2 ეწვივნენ Diebold Nixdorf-ის მთავარ ოფისს სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად

2024-12-16

BS/2-მა გააერთიანა საბანკო სექტორის ლიდერები Banking Fusion 2024-ზე, ყაზახეთში.

2024-12-05

BS/2 აერთიანებს აზერბაიჯანის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას

2024-12-03

BS/2 წარადგინა ახალი პროგრამული გადაწყვეტილებები საერთაშორისო საბანკო ფორუმზე აზერბაიჯანში.

2024-10-23

BS/2 და ASHBURN International-ის გადაწყვეტილებები GITEX GLOBAL 2024-ზე - პარტნიორობის ახალი ეტაპი SUNMI Corporation-თან.

2024-10-03

Penki Kontinentai Group-მა დააჯილდოვა ლიბერთი ბანკი, საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერობისთვის

2024-07-03

თიბისი ბანკმა მიიღო “Excellence Award 2024” Penki Kontinentai Group (BS/2)-ისგან

2024-06-15

საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბმა, ბს/2 ჯორჯია 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა.

2024-06-13

Plus Forum Digital UZ 2024