ღონისძიებები

საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბმა, ბს/2 ჯორჯია 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა.

“Payments Day 12” საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბმა რიგით მე-12 ღონისძიებას უმასპინძლა. კლუბის ორგანიზებით ეს ღონისძიება უკვე მეთორმეტე წელია რაც იმართება საქართველოში და თავს უყრის  დარგის ლიდერებსა და პროფესიონალებს. წლევანდელი ღონისძიება 15 ივნისს, საგურამოში, სასტუმრო სევსამორაში ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდა ბს/2 ჯორჯიას წარმომადგენლობა.

კონფერენცია შედგებოდა ორი ძირითადი ნაწილისგან: პირველი ნაწილი – მისალმება და პრეზენტაციები, მეორე ნაწილი – პანელური დისკუსია.  აღსანიშნავია, რომ ბს/2 ჯორჯიას სახელით სიტყვით გამოვიდა პროდუქტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კარიაული და ისაუბრა კომპანიის ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც დიდი როლი უკავია თანამედროვე, ელექტრონულ საგადახდო პროცესებში.

დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ქონდათ სადემონსტრაციო სტენდებზე გაცნობოდნენ საგადახდო სერვისების მომწოდებელთა სიახლეებს და განეხილათ აქტუალური საკითხები დარგის სპეციალისტებთან.

ღონისძიების დასასრულს, კლუბის თანა-დამფუძნებელმა მაია ხელაძემ ბს/2 ჯორჯიას გადასცა ჯილდო “წარმატებული 15-წლიანი პარტნიორობისთვის” და ხაზი გაუსვა ჩვენი კომპანიის როლს საგადახდო ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ბს/2 არის კომპანია, რომელთანაც დიდწილად არის დაკავშირებული საბარათე და გადახდების განვითარების ბიზნესი. პირველი საერთაშორისო უკონტაქტო განაღდებები საქართველოში ბანკომატებიდან სწორედ ბს/2-მა განახორციელა. დიდი მადლობა თქვენ ამ განვითარებისა და პროგრესისთვის, რასაც ქმნით და შემოგაქვთ ჩვენს ქვეყანაში“ აღნიშნა მაია ხელაძემ.
წლევანდელ ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, Visa და Mastercard საგადახდო სისტემების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების და ვირტუალური აქტივების მომსახურე პროვაიდერების წარმოამდგენლები.
ბს/2 ჯორჯიას დირექტორი, ემილიო კირისი, მადლობას უხდის საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბს მიღებული ჯილდოსთვის და აღნიშნავს, რომ „გადახდების კლუბის როლი უმნიშნელოვანესია საქართველოს გადახდების ბაზრის განვითარებისთვის. კლუბი ეხმარება ბაზრის მოთამაშეებს და ექსპერტებს გაუზიარონ ცოდნა და საკუთარი გამოცდილება ერთმანეთს, რაც საბოლოო ჯამში თანამედროვე სერვისების და ტექნოლოგიების განვითარებას ემსახურება“.

საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბი 2018 წელს შეიქმნა ბაზრის მოთამაშეთა მიერ არჩეული 7 დამფუძნებლის მონაწილეობით. კლუბი  წარმოადგენს არამომგებიან ორგანიზაციას და მისი ძირითადი მიზანია უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება საქართველოში. კლუბი, ყოველწლიურად მართავს გადახდების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, სადაც დარგის სპეციალისტებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ მიმდინარე სიახლეებს, ჩამოაყალიბონ პარტნიორული ურთიერთობები და გაუზიარონ მიღებული გამოცდილება ერთმანეთს.

Have questions?

სიახლეები

გამოწერა
2025-02-14

ლიბერთი ბანკი და BS/2 ეწვივნენ Diebold Nixdorf-ის მთავარ ოფისს სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად

2024-12-16

BS/2-მა გააერთიანა საბანკო სექტორის ლიდერები Banking Fusion 2024-ზე, ყაზახეთში.

2024-12-05

BS/2 აერთიანებს აზერბაიჯანის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას

2024-12-03

BS/2 წარადგინა ახალი პროგრამული გადაწყვეტილებები საერთაშორისო საბანკო ფორუმზე აზერბაიჯანში.

2024-10-23

BS/2 და ASHBURN International-ის გადაწყვეტილებები GITEX GLOBAL 2024-ზე - პარტნიორობის ახალი ეტაპი SUNMI Corporation-თან.

2024-10-03

Penki Kontinentai Group-მა დააჯილდოვა ლიბერთი ბანკი, საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერობისთვის

2024-07-03

თიბისი ბანკმა მიიღო “Excellence Award 2024” Penki Kontinentai Group (BS/2)-ისგან

2024-06-15

საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბმა, ბს/2 ჯორჯია 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა.

2024-06-13

Plus Forum Digital UZ 2024