უპირატესობები

ბიბლიოთეკა
მათთვის ვისაც წიგნების კითხვა უყვარს სახლში, მგზავრობისას თუ უბრალოდ სამსახურში შესვენების დროს, ვთავაზობთ საოფისე ბიბლიოთეკას, სადაც შეგიძლიათ შეარჩოთ თქვენთვის საინტერესო ლიტერატურა.

დილის ყავა და ყოველკვირეული ლანჩი
თქვენს განწყობაზე ზრუნვა ჩვენთან დილის ყავით იწყება.
დილის ყავა დღის ყველაზე მნიშნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ოფისში მოსვლისას დაგხვდებათ სპეციალურად შერჩეული მარცვლები, რომლითაც შეგიძლიათ მოიმზადოთ არომატული ყავა და ისიამოვნოთ ყოველკვირეული ლანჩით.

ჯანმრთელობაზე ზრუნვა
- ჯანმრთელობის დაზღვევა:
ჯანმრთელობის საკითხს ჩვენს კომპანიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, სწორედ ამიტომ გთავაზობთ კორპორატიულ დაზღვევას რომელიც მოიცავს როგორც სამედიცინო, ასევე ესთეტიურ მედიცინასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს.
- Fit pass ბარათი:
ვინაიდან ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, ჩვენ გთავაზობთ Fit Pass - ის კორპორატიულ საწევრო ბარათს, რომელიც ბევრ სხვადასხვა სპორტულ ობიექტს აერთიანებს.
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე.

ტრანსპორტირება
კომფორტული გადაადგილებისთვის გთავაზობთ ტრანსპორტირების სერვისს.