საწყობში შემომავალი მატერიალური საშუალებების ბრუნვის კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა, საწყობში აღწერის წარმოება და არსებული ნაშთების კონტროლი
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას , რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).
გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V 09:00-18:00.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში შემომავალი მატერიალური საშუალებების ბრუნვის კონტროლი და პროგრამული აღრიცხვა;
- საწყობში აღწერის წარმოება და არსებული ნაშთების კონტროლი;
- სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება;
- სამეურნეო საქონლის შესყიდვა და დასაწყობება;
- პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა;
- საქონლის შიდა პროცედურების შესაბამისად განთავსება და მარკირება;
- მიწოდებასა და ლოჯისტიკის სხვა საკითხებში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელობის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
- უცხო ენების ფლობა: რუსული კარგად, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ელექტრონულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- მსგავს სფეროში მუშობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია (სავალდებულოა)
ჩვენ გთავაზობთ:
- · პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
- · ჯანმრთელობის დაზღვევას;
- · საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
- · Fitpass ბარათს.