ფისკალური Android POS — ინოვაციური გადაწყვეტა თანამედროვე ბიზნესისთვის

თანამედროვე ბიზნესისთვის ეფექტიანობა, სიმარტივე და მობილურობა გადამწყვეტ ფაქტორებად იქცა. სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს BS/2 Georgia-ს მიერ შექმნილი ფისკალური Android POS ტერმინალი, რომელიც ფისკალური სალაროსა და საბარათე გადახდების ფუნქციონალს აერთიანებს ერთ მოწყობილობაში.

მოწყობილობა სრულად შეესაბამება საქართველოს ფისკალურ რეგულაციებს და აღჭურვილია თანამედროვე უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიებით და მხარდაჭერილია საერთაშორისო გადახდის სისტემებთი, როგორიცაა Visa, MasterCard და UnionPay. მოწყობილობა საშუალებას აძლევს ბიზნესებს ერთ პლატფორმაზე მიიღონ ნაღდი და უნაღდო გადახდები, დაბეჭდონ ქვითარი და აწარმოონ სალარო-საბარათე ოპერაციები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფრასტრუქტურულ ხარჯებს და ზრდის ოპერაციულ ეფექტიანობას.

 

წარმატებული დანერგვის მაგალითი — ლიბერთი

ფისკალური Android POS ტერმინალის პირველი წარმატებული დანერგვა საქართველოში განხორციელდა ლიბერთისთან პარტნიორობით. ბანკი გახდა პირველი, რომელმაც ბიზნეს-მომხმარებლებს სწორედ ფისკალური Android ტერმინალი შესთავაზა.

პროექტი სრულად განხორციელდა BS/2 Georgia-ს ტექნიკური და პროგრამული ჩართულობით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის გამოცდილებასა და შესაძლებლობებს — დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებზე მორგებით.

BS/2 Georgia პარტნიორებს სთავაზობს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს: მოწყობილობების კონფიგურაციას და მონტაჟს;  თანამშრომლების გადამზადებას; პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას; პრევენციულ ინსპექციებს და ტექნიკურ ხარვეზებზე სწრაფ რეაგირებას.

კომპანია ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს 7 სერვის-ცენტრით და ემსახურება 55,000-ზე მეტ POS ტერმინალსა და 2,000-მდე ბანკომატს. პროცესების ეფექტიანი მართვა ხორციელდება Service Desk.iQ პლატფორმის მეშვეობით.

 

ტექნოლოგია, რომელიც ბიზნესს ზრდის საშუალებას აძლევს

„ჩვენთვის პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნა, რომლებიც ბიზნესისთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. ფისკალური Android POS არის ამის ნათელი მაგალითი — ინოვაციური პროდუქტი, რომელიც ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზე მორგებით შეიქმნა და პრაქტიკაში აჩვენებს, როგორ შეიძლება ტექნოლოგიამ გააუმჯობესოს მომსახურების სისწრაფე, ოპერაციული სიმარტივე და ხარჯების ეფექტიანობა.

ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. მსგავსი მრავალფუნქციური პროდუქტები სულ უფრო აქტუალური გახდება საქართველოს ბიზნესგარემოში — განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა კომპანიები მეტ ეფექტიანობასა და ციფრულ მოქნილობაზე არიან ორიენტირებულები.“ აღნიშნა ბს/2 ჯორჯიას დირეტორმა ემილიო კირისმა

გადმოტვირთვა

მიიღეთ პროექტის დეტალები

მადლობა თქვენი ინტერესისთვის, გამოჩენილი BS/2. მასალებთან დაკავშიებით მოხარულნი ვიქნებით გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა გთხოვთ შეავსეთ ფაილის გადმოტვირთვის ფორმა

გმადლობთ ამ შინაარსით დაინტერესებისთვის! ბმული გაიგზავნა თქვენს ელფოსტის მისამართზე.

სიახლეები

გამოწერა
2025-02-14

ლიბერთი ბანკი და BS/2 ეწვივნენ Diebold Nixdorf-ის მთავარ ოფისს სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად

2024-12-16

BS/2-მა გააერთიანა საბანკო სექტორის ლიდერები Banking Fusion 2024-ზე, ყაზახეთში.

2024-12-05

BS/2 აერთიანებს აზერბაიჯანის საცალო ვაჭრობის ინდუსტრიას

2024-12-03

BS/2 წარადგინა ახალი პროგრამული გადაწყვეტილებები საერთაშორისო საბანკო ფორუმზე აზერბაიჯანში.

2024-10-23

BS/2 და ASHBURN International-ის გადაწყვეტილებები GITEX GLOBAL 2024-ზე - პარტნიორობის ახალი ეტაპი SUNMI Corporation-თან.

2024-10-03

Penki Kontinentai Group-მა დააჯილდოვა ლიბერთი ბანკი, საბანკო ინოვაციების სფეროში ლიდერობისთვის

2024-07-03

თიბისი ბანკმა მიიღო “Excellence Award 2024” Penki Kontinentai Group (BS/2)-ისგან

2024-06-15

საქართველოს ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბმა, ბს/2 ჯორჯია 15 წლიანი წარმატებული პარტნიორობისთვის დააჯილდოვა.

2024-06-13

Plus Forum Digital UZ 2024