ამ პოზიციაზე თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება, დავალებების დაფიქსირება და მართვა კომპანიის შიდა პროგრამებში; შიდა საკომუნიკაციო ჯგუფების მონიტორინგი, ინციდენტების დაფიქსირება, მონიტორინგი და უკუკავშირი.
ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სერვის დესკის ოპერატორი
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
სამუშაო ადგილი: დიღომის 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: დინამიური გრაფიკი - თვეში არაუმეტეს 160 საათისა
ანაზღაურება: 1000-1100 ლარი (ხელზე ასაღები)
პოზიციის ფუნქციები:
- შიდა სამუშაო პროგრამების მონიტორინგი
- დავალებების დაფიქსირება და მართვა კომპანიაში დანერგილი პროგრამების მეშვეობით
- საჭიროების შემთხვევაში დავალებების ესკალაცია შესაბამის ჯგუფებთან
- E-Mail-ით შემოსული საკითხების დაფიქსირება/მონიტორინგი/უკუკავშირი
- შიდა საკომუნიკაციო ჯგუფების მონიტორინგი საკომუნიკაციო არხების მეშვეობით
- ფისკალურ ტერმინალებთან დაკავშირებული დავალებების რეგისტრაცია შესაბამის პორტალზე
კანდიდატისგან მოველით:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიან გამოცდილებას (სასურველია)
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილებას
- კომპიუტერული სისტემების და ტექნიკური მხარდაჭერის ზოგად საფუძვლების ცოდნას
- პასუხისმგებლობის გრძნობას, დეტალებზე ორიენტირებულობას და გუნდური მუშაობის უნარს
- უცხო ენების ცოდნას: ინგლისური, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას
- Fit pass ბარათს
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.