პოს – ტერმინალების ტექნიკოსი
Full-time ტექნიკური დეპარტამენტი
თბილისი, საქართველო

ამ პოზიციაზე თქვენი ფუნქციები მოიცავს საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანას და ადგილზე მათ ტექნიკურად გამართვას, ტერმინალების პარამეტრიზაციასა და აქტივაციის კოდით გააქტიურებას. ასევე, თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ინტეგრირებული ტერმინალის დაყენებასა და გამართვაში და კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერასა და კონფიგურაციას.

,,ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki Kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას.

ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

  • საჭირო აპარატურის ობიექტზე მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
  • ტერმინალების პარამეტრიზაცია, აქტივაციის კოდით გააქტიურება;
  • ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი სოფთის ჩაწერა/კონფიგურაცია.

მოთხოვნები:

  • გარკვეული ცოდნა IT სფეროში;
  • პატარა ძრავიანი ავტომობილის ფლობა;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ფლობა;
  • თბილისის ქუჩების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით/ბონუსი (+ ზეგანაკვეთური არსებობის შემთხვევაში)
    ავტომობილის დაზღვევას
    ავტომობილის იჯარას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ aატვირთოთ ან გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს - ტერმინალების ტექნიკოსი.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!