თქვენი პასუხისმგებლობა იქნება ტექნიკური დეპარტამენტების მუშაობის კოორდინაცია და ოპერაციული პროცესების ზედამხედველობა, ტექნიკური დირექტორის მხარდაჭერით. ტექნიკური გუნდის მართვა და განვითარება, პროექტების დაგეგმვა და შესრულება ATM და POS მიმართულებით, სერვისების უწყვეტობის, ინფორმაციული უსაფრთხოების და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკური დირექტორის მოადილე- ATM და POS მიმართულებით
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- ტექნიკური დეპარტამენტების მუშაობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- სტრატეგიული და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება ტექნიკური დირექტორის მხარდაჭერით;
- ძლიერი ტექნიკური გუნდის დაკომპლექტება პროფესიონალი თანამშრომლებით, მათი დატრენინგება, ტექნიკური პროცესების გაზიარება.
- პროექტების მართვა: POS/ATM სისტემები, ვენდორებთან კომუნიკაცია;
- SLA-ებთან დაკავშირებული ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგის უზრუნველყოფა ;
- დეპარტამენტებისთვის სამუშაო გეგმების და ინსტრუქციების მომზადებაში მონაწილეობა;
- სერვის პროცესების გაუმჯობესება და ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლი;
- ტექნიკური პრობლემების ესკალაცია, პროცესების ავტომატიზაცია და პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა;
- აუდიტის და კონტრაქტების პროცესში ჩართულობა, შიდა და გარე კომუნიკაციის მხარდაჭერა;
- ტექნიკური დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში – ფუნქციების დროებითი გადაბარება .
პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:
- განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, უპირატესობა მიენიჭება ტექნიკური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონე;
- ძლიერი მენეჯერული თვისებები;
- გუნდის მერთვის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლებას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად;
- სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
- ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.