ეს პოზიცია უზრუნველყოფს შესაძლებლობას იმუშაოთ საერთაშორისო ტექნოლოგიურ გარემოში, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საბანკო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურული სისტემების მხარდაჭერის მიმართულებით.
,,ბს/2 ჯორჯია“ ეძებს პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტს (Software & Technical Support Specialist), რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და ჩაერთვება საბანკო ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე პროექტების მხარდაჭერასა და განვითარებაში.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის "Penki Kontinentai" (BS/2) შვილობილ კომპანიას და საქართველოში თანამშრომლობს წამყვან ბანკებთან ბანკომატებისა (ATM) და POS ტერმინალების მიმართულებით. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და პარტნიორები ოპერირებენ 12 ქვეყანაში, ხოლო რეგიონული წარმომადგენლობა აქტიურად ფუნქციონირებს 9 ქვეყანაში.
ეს პოზიცია უზრუნველყოფს შესაძლებლობას იმუშაოთ საერთაშორისო ტექნოლოგიურ გარემოში, მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება საბანკო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურული სისტემების მხარდაჭერის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (ტრანსპოორტირებას მეტროსადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1 სთ. შესვენება)
ანაზღაურება: 2500 – 3000 ლარი (NET) გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროექტებში მონაწილეობა და მათი ტექნიკური ნაწილის მხარდაჭერა;
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის ან/და განახლებების დანერგვაში მონაწილეობა და ტესტირებების ჩატარება;
- ATM მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის სრული მხარდაჭერა (ინსტალაცია, გამართვა, განახლება, მონიტორინგი);
- შედარებით კომპლექსური ტექნიკური პრობლემებისა თუ სისტემური გაუმართაობების დიაგნოსტიკა და სწრაფი და ეფექტური რეაგირება დისტანციურად ან ადგილზე მისვლით. ველზე მომუშვე ინჟინრის მხარდაჭერა რთული ხარვეზების შემთხვევაში;
- ტექნიკურ-ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;
- პრობლემური შემთხვევების სრულფასოვანი დოკუმენტირება - ე.წ. ბილეთების (incident/request) აღრიცხვა და სტატისტიკური ანალიზი;
- სხვა ტექნიკურ მიმართულებებთან თანამშრომლობა პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;
- კომპანიის მესამე პირებთან კომუნიკაცია კომპეტენციის ფარგლებში;
- პროფესიული ლიტერატურის, ტექნიკური დოკუმენტაციისა და შიდა რეგლამენტების შესწავლა, მათი განახლებების მონიტორინგი და მათი პრაქტიკაში გამოყენება;
- Support.zip-ისა და PBreport-ის ლოგების ანალიზი;
- Presetup დისკების შექმნა და განახლება;
- კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება, ანალიზი და პრობლემის გადაჭრის გზის მოძიება;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან მონათესავე ტექნიკური მიმართულებით);
- ოპერაციული სისტემების (Windows OS) ადმინისტრირების საბაზისო ცოდნა;
- კომპიუტერული ქსელების საფუძვლების ცოდნა;
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის, კონფიგურაციისა და განახლების პროცესებთან მუშაობის გამოცდილება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის, გაანალიზებისა და პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- ლოგ-ფაილების ანალიზისა და სისტემური ხარვეზების დიაგნოსტირების საბაზისო უნარები;
- საბანკო ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სულ მცირე B2;
- მულტიკულტურულ სამუშაო გარემოში ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის სისტემურად გაანალიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტური მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას საჭიროების შემთხვევაში;
- Fitpass ბარათს;
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.