ოფისის მენეჯერი
Full-time ადმინისტრაცია
თბილისი, საქართველო

შემოუერთდი ჩვენს გუნდს

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ოფისის მენეჯერს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00 1სთ. შესვენება)
ლოკაცია: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

  • დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
  • სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება;
  • კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
  • დიასახლისის, მებაღის, სამეურნეო სპეციალისტის და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და კონტროლი;
  • სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
  • სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია (ავტომობილების მიმართულებით);
  • კომუნიკაცია შრომის უსაფრთხოებასთან;
  • ტაქსის აპლიკაციის მართვა;
  • ფოსტასთან კომუნიკაცია.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
  • Fit pass ბარათს;
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
  • ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი (NET) (კვალიფიკაციის მიხედვით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ოფისის მენეჯერი.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!