პოს კოორდინატორი
Full-time
თბილისი, საქართველო

შემოუერთდი ჩვენს გუნდს

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პოს კოორდინატორს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

  •  შემოსული დავალებების გაფილტვრა და დანიშვნა ტექნიკოსებზე;
  • დახურული დავალებების გადამოწმება და პროგრამულად დახურვა;
  • მონაწილეობის მიღება სხვა სამუშაოებსა და პროექტებში რომლებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის საქმიანობასთან;
  • სხვა დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელისგან, კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში
  • Fit pass ბარათს
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge  (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს კოორდინატორი).

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!