ოფისის მენეჯერი / ადმინისტრატორი
Full-time ადმინისტრაცია
თბილისი, საქართველო

ოფისის მენეჯერი უზრუნველყოფს ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის გამართულობას. ეს პოზიცია გულისხმობს შეხვედრების და ღონისძიებების დაგეგმვას, სტუმრების დახვედრას, კალენდრის მართვას, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულებას, როგორიცაა პრეზენტაციების მომზადება, სამოგზაურო საკითხების ორგანიზება და ოფისის მარაგების მართვა.

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ოფისის მენეჯერს / ადმინისტრატორს

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00 1სთ. შესვენება)
ლოკაცია: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • ადმინისტრაციული მხარდაჭერა/კალენდრისა და კორესპონდენციის მართვა, შეხვედრების,თათბირების და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა;
  • კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა,გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის, ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენა, სამოგზაურო დაზღვევების, სასტუმროს, ტრანსპორტისა და მოგზაურობის მარშუტის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
  • შეხვედრის შემაჯამებელი პროტოკოლების შედგენა და პრეზენტაციების მომზადება;
  • დაგეგმილი მიმდინარე პროექტების ეტაპების მონიტორინგი და ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • ვადების კონტროლი და ინფორმაციის უკუკავშირის მიღების უზრუნველყოფა;
  • სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
  • დიასახლისის, მებაღის, სამეურნეო სპეციალისტის და უსაფრთოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და კონტროლი;
  • სხვა დავალეებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
  • ტაქსის აპლიკაციის მართვა;
  • ფოსტასთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანმრთელობის დაზღვევას;
საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს;
Fit pass ბარათს.
სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
ანაზღაურება: 1200 – 1500 ლარი (NET) (კვალიფიკაციის მიხედვით)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ოფისის მენეჯერი / ადმინისტრატორი გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!