თქვენი ძირითადი ამოცანა იქნება ტექნიკური მოწყობილობების ადგილზე მონტაჟი, პარამეტრიზაცია და პროგრამული გამართვა, მომხმარებელთა ეფექტური მხარდაჭერითა და კომპანიის სტანდარტების დაცვით.

,,ბს/2 ჯორჯიას“ გუნდში ვეძებთ IT-ტექნიკოსს (საგადასახადო აპარატების მიმართულებით)
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (1სთ. შესვენება)
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- სხვადასხვა საბანკო აპარატურის ობიექტებზე ჩანაცვლება/მოხსნა მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
- მოწყობილობის აქტივაცია;
- ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი პროგრამის ჩაწერა/კონფიგურაცია.
მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
- IT ან/და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ქ. თბილისის ქუჩების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1100-1200 ლარი + ბონუსი 200-350 ლარი;
- ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავება
- საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ავტომობილის იჯარა;
- ავტომობილის დაზღვევა;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fit pass ბარათი:
- სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯი.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად სწავლებას/დატრენინგებას
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!