IT-ტექნიკოსი (საგადასახადო აპარატების მიმართულებით)
Full-time ტექნიკური დეპარტამენტი
თბილისი, საქართველო

თქვენი ძირითადი ამოცანა იქნება ტექნიკური მოწყობილობების ადგილზე მონტაჟი, პარამეტრიზაცია და პროგრამული გამართვა, მომხმარებელთა ეფექტური მხარდაჭერითა და კომპანიის სტანდარტების დაცვით.

IT-ტექნიკოსი (საგადასახადო აპარატების მიმართულებით)

,,ბს/2 ჯორჯიას“ გუნდში ვეძებთ IT-ტექნიკოსს (საგადასახადო აპარატების მიმართულებით)

ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიტვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)

სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (1სთ. შესვენება)

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

  • სხვადასხვა საბანკო აპარატურის ობიექტებზე ჩანაცვლება/მოხსნა მიტანა და მისი ადგილზე ტექნიკურად გამართვა;
  • მოწყობილობის აქტივაცია;
  • ინტეგრირებული ტერმინალის დაყენების/გამართვის შემთხვევაში მომხმარებლის კომპიუტერში შესაბამისი პროგრამის ჩაწერა/კონფიგურაცია.

მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
  • IT ან/და მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქ. თბილისის ქუჩების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1100-1200 ლარი + ბონუსი 200-350 ლარი;
  • ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავება
  • საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ავტომობილის იჯარა;
  • ავტომობილის დაზღვევა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fit pass ბარათი:
  • სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯი.

 

ჩვენ ვუზრუნველყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად სწავლებას/დატრენინგებას

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!