HR მენეჯერი
Full-time ადმინისტრაცია
თბილისი, საქართველო

თქვენი ძირითადი მოვალეობები მოიცავს რეკრუტინგის პროცესის მართვას, თანამშრომლების ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, შრომით დოკუმენტაციასთან მუშაობას, შეღავათებისა და საკომპენსაციო პოლიტიკის მართვას. ასევე, მონაწილეობას მიიღებთ კომპანიის HR პოლიტიკის განვითარებაში, თანამშრომლების მოტივაციის სისტემების გაუმჯობესებაში და ტრენინგების ორგანიზებაში.

HR მენეჯერი

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე:
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00, 1 სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** ხელშეკრულებების, ბრძანებების, გაფრთხილებების, შეთანხმებების მომზადება/გაცნობა თანამშრომლებისთვის;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა;
** თანამშრომლების რეგისტრაცია შესაბამის მონაცემთა ბაზაში (rs.ge; HR Soft - Self.ge);
** თანამშრომლებისთვის შეღავათების პაკეტის გააქტიურება (ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული მობილური ნომერი);
** სხვადასხვა პოზიციისთვის სამუშაო აღწერის მომზადება;
** ადმინისტრაციული ინფორმაციების მიწოდება სათაო ოფისისთვის (დანიშვნა, გათავისუფლება, პოზიციის ცვლილება);
** თანამშრომლის გათავისუფლების სრული ციკლის მართვა;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული ყოველდღიური საქმიანობის მართვა;
** წლის საშვებულებო გეგმის მომზადება და კონტროლი;
** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა (ვაკანსიების გამოცხადება, რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრებების ჩატარება);
** კომპანიის HR პოლიტიკის და სხვა წესების შემუშავება/განახლებაში მონაწილეობის მიღება;
** მოტივაციის/წახალისების სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება და მათი ეფექტურობის შეფასება/მონიტორინგი;
** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი კომპენსაციების და ბონუსების პოლიტიკების შემუშავება/დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომლების განვითარებისა და ტრენინგების ორგანიზება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
** HR სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** შრომის კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები და გუნდური მუშაობის შესაძლებლობა;
** სამუშაო გარემოს მუდმივი გაუმჯობესება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურებას;
** Fit pass ბარათს;
** ანაზღაურებას: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში..