გაყიდვების მენეჯერი
Full-time გაყიდვების დეპარტამენტი
თბილისი, საქართველო

ამ პოზიციაზე თქვენი ფუნქცია-მოვალეობა იქნება კომპანიის პროდუქტების შეთავაზება, მოლაპარაკებების წარმოება, პარტნიორებთან სტრატეგიების შემუშავება, ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და გაყიდვების პროცესის მართვა. ასევე, მონაწილეობას მიიღებთ კომერციული შეთავაზებების მომზადებაში და აქტიურად იქნებით ჩართული კლიენტებთან კომუნიკაციის პროცესში.

გაყიდვების მენეჯერი

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების მენეჯერი

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki kontinentai"-ის, შვილობილ კომპანიას,  რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

  • ლოკაცია: თბილისი, პ. ყურაშვილის ქ №6 (ტრანსპორტირებას მეტრო სადგური „დიდუბიდან“ უზრუნველყოფს კომპანია).
  • ფიქსირებული ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000ლარი, დამატებით: ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან. საშუალო თვიური შემოსავალი: 3000 ლარი.
  • გრაფიკი: სტანდარტული 40 საათიანი განაკვეთი, I-V, 09:00-18:00.

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

  • კომპანიის საერთო მიზნების გათვალისწინებით, გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
  • ბაზრისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე სამიზნე კლიენტების განსაზღვრა;
  • ახალი კლიენტების მოძიება და არსებულების შენარჩუნება;
  • კომპანიის გადაწყვეტილებების შესახებ რეგულარული შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დემოების ჩატარება;
  • კლიენტის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური გუნდის ჩართვა;
  • კომერციული წინადადებების ფორმირება და ფასის მოლაპარაკება;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, არსებულ პარტინიორებთან სამუშაო სტრატეგიების შექმნა;
  • ხელშეკრულების მომზადება და მათი გაფორმების სრული კორდინაცია, გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • კლიენტის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურ გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
  • ბაზრის ახალი ტექნოლოგიური ტენდენციების თვალყურის დევნება;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიაში მიმდინარე კომერციულ პროექტებში ჩართულობა;
  • გაყიდვების ანგარიშების მომზადება და მათი მენეჯმენტთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან წარდგენა;
  • CRM სისტემაში მონაცემების მართვა და ანგარიშგება;
  • კომპანიის პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ეკონომიკის მიმართულებებს);
  • Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სულ მცირე B2 დონეზე;
  • ტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების ზოგადი ცოდნა;
  • პროექტების მართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მეგობრულ გუნდში მუშაობას;
  • კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების კანონდმებლობით განსაზღვრულ ქვედა ზღვარზე გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
  • Fitpass ბარათს.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენს რეზიუმეს შევინახავთ არა უმეტეს 1 წლის ვადით.