თქვენი მოვალეობები მოიცავს საბანკო მოწყობილობებისა და საგადახდო ტერმინალების სარემონტო და ტექნიკურ მომსახურებას, დაზიანებული დეტალების შეცვლასა და პრევენციული სამუშაოების შესრულებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ელექტრო-ინჟინერს
ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიტვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (დიდუბიდან უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (1სთ. შესვენება)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშოების ჩატარება;
- საგადახდო ტერმინალების შეკეთება, დაზიანებული დეტალების შეცვლა, წმენდითი სამუშაოების ჩატარება;
- სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება წესის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
- სარჩილავთან (ე.წ. პაიანიკთან) მუშაობის გამოცდილება;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა , კომუნიკაბელურობა.
აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის.
თუ გაქვთ შესაბამისი უნარები და მზად ხართ ახალი გამოწვევებისთვის, ჩვენ გთავაზობთ სრულფასოვან სწავლებისა და გადამზადების პროცესს, რაც საშუალებას მოგცემთ მოკლე დროში დაეუფლოთ სამუშაო სპეციფიკას და განივითაროთ შესაბამისი უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** Fit pass ბარათს;
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
** ანაზღაურება: 1200 - 1350 ლარი (NET).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!