ATM/POS ტექნიკოსი (IT) ზუგდიდი
Full-time ტექნიკური დეპარტამენტი
ზუგდიდი, საქართველო

თქვენი ძირითადი მოვალეობები მოიცავს ბანკომატებზე და ტერმინალებზე ტექნიკურ მომსახურებას, აპარატურის ადგილზე გამართვას, ნაწილების შეკეთებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას. ასევე, თქვენ უზრუნველყოფთ ტერმინალების პარამეტრიზაციას, ინტეგრირებულ სისტემებთან დაკავშირებულ კონფიგურაციას და პრევენციული ტექნიკური სამუშაოების შესრულებას.

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ATM ბანკომატების და PayBox ჩასარიცხი აპარატების ტექნიკოსის პოზიციაზე ზუგდიდში.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

  • ATM და POS მოწყობილობების დაყენება, კონფიგურაცია და მონტაჟი სხვადასხვა ადგილას.
  • სისტემების სწორად დაკავშირება ქსელებთან და ფინანსურ სისტემებთან.
  • აპარატების ტესტირება (მათი სწორი მუშაობა,ყველა ფუნქციონალური მოთხოვნის დაკმაყოფილება).
  • რეგულარული ინსპექციებისა და პროფილაქტიკური მომსახურების ჩატარება ATM და POS სისტემებზე.
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და აღჭურვილობის შეკეთება (მაგ. კარტის კითხვარები, ფულის გამცემები, პრინტერები, მონიტორები).
  • აპარატების ოპერაციული სტანდარტების და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობის მონიტორინგი .
  • ადგილზე ტექნიკური მხარდაჭერა ATM/POS პრობლემების მოსაგვარებლად.
  • სწრაფად რეაგირება სერვისის მოთხოვნებზე და შეკეთების ჩატარება შეთანხმებულ დროში.
  • უფრო კომპლექსური საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობა დისტანციურ ტექნიკურ გუნდებთან.
  • ATM/POS სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა.
  • სისტემებზე პროგრამული განახლებები.
  • კლიენტებს დაეხმარება ATM/POS სისტემების ფუნქციების და გამოყენების შესახებ, რათა სწორად გამოიყენონ და მართონ აპარატები.
  • სერვისის აქტივობების ზუსტი ჩანაწერების წარმოება კომპანიის შიდა სისტემაშ (ERP), მათ შორის შეკეთების ისტორია და ჩანაცვლებული ნაწილები, ATM/POS სისტემების სტატუსების განახლება.
  • ATM/POS სისტემების აღჭურვილობისთვის საჭირო ნაწილების და ინვენტარის საჭიროებების მოთხოვნების გაკეთება პერიოდულად.

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნას;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნას (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნას;
  • განათლებას ტექნიკური ან IT მიმართულებით;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
  • ანაზღაურებას (NET/ხელზე ასაღები): ფიქსირებული 1,250 ლარი; (კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში ყოველთვიურ ბონუსს 250-400 ლარის ოდენობით);
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლებას;
  • საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ავტომობილის იჯარას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fit pass ბარათი:
  • სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
  • ავტომობილის დაზღვევას;
  • ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
  • გამოსაცდელი ვადას: 6 თვემდე.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.