ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით – თელავი
Full-time ტექნიკური დეპარტამენტი
თელავი

თქვენი პასუხისმგებლობა იქნება მოწყობილობების მონტაჟი, კონფიგურაცია, პროფილაქტიკური მომსახურება და ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა, კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით – თელავი

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე.

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki Kontinentai" ჯგუფის, შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

  • ლოკაცია: თელავი
  • განაკვეთი: სრული (I-V 09:00-18:00, 1 საათი შესვენება).
  • ანაზღაურება: 1250 - 1850 (ხელზე ასაღები), გამოცდილებისა და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია;
  • ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება;
  • მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა;
  • მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება;
  • ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა;
  • EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია.

მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა. უპირატესობა მიენიჭებათ საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში მუშაობას;
  • კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
  • საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
  • საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას;
  • საწვავის ხარჯების ანაზღაურებას;
  • პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას;
  • სამსახურეობრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass.

 

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.