ამ პოზიციაზე თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება, კომპანიის ფინანსური ოპერაციების სწორი აღრიცხვა, დოკუმენტაციის მართვა და საგადასახადო-ფინანსური ანგარიშგებისთვის მონაცემების მომზადება კანონმდებლობისა და შიდა წესების შესაბამისად.
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ბუღალტერს
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგურ "დიდუბიდან")
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00, (1 სთ. შესვენება)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000 ლარიდან.
ძირითადი მოვალეობები:
- სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა და კონტროლი, მათ შორის: შესყიდვების, რეალიზაციის/გასვლის, ჩამოწერის, გადაფასების, შიდა გადაადგილებისა და სხვა დაკავშირებული ოპერაციების ბუღალტრული დამუშავება;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, და ანალიზი;
- საბანკო ოპერაციების და სალაროს მოძრაობების აღრიცხვა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშების შეთავსება;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, ამორტიზაციის დარიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
- თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების დარიცხვა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება/ჩარიცხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- მივლინებებთან დაკავშირებული ხარჯების აღრიცხვა და დოკუმენტური უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა და საჭირო მონაცემების უზრუნველყოფა;
- კვარტლური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და დამუშავება „შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკისა“ და შიდა რეგულაციების შესაბამისად.
რას მოველით კანდიდატისგან:
- უმაღლესი ფინანსური განათლება;
- ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- 1C ბუღალტერიის ცოდნა (ბალანსი) და მასში მუშაობის უნარი;
- დაკუმენტებთან მუშაობა: პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ინფორმაციის საბალანსო ანგარიშში შეტანა;
- რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას;
- Fit pass ბარათს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მონაწილეობას ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში;
- პროფესიულ სწავლებასა და განვითარებას.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.