ამ პოზიციაზე მუშაობისას თქვენ მოგიწევთ ბანკომატის შეკეთებული სათადარიგო ნაწილის გამართულობის შემოწმება და შიდა ელექტრონულ პროგრამაში დავალებების დახურვა.
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბანკომატის სათადარიგო ნაწილების ტესტერის პოზიციაზე.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგური „დიდუბიდან“)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქციებია:
- ბანკომატის შეკეთებული სათადარიგო ნაწილის გამართულობის შემოწმება;
- შიდა ელექტრონულ პროგრამაში დავალებების დახურვა.
რას მოველით კანდიდატისგან:
- კარგ ციფრულ და კომპიუტერული უნარებს (MS Office, ელფოსტა, ინტერნეტი და ა.შ);
- უცხო ენების ფლობას: რუსული - გამართულად საკომუნიკაციო დონეზე, ინგლისური - საბაზისო დონეზე;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
- პუნქტუალურობასა და დეტალებზე ორიენტირების შესაძლებლობას.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass ბარათს.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.