ბანკომატის სათადარიგო ნაწილების ტესტერი
Full-time ტექნიკური დეპარტამენტი
თბილისი, საქართველო

ამ პოზიციაზე მუშაობისას თქვენ მოგიწევთ ბანკომატის შეკეთებული სათადარიგო ნაწილის გამართულობის შემოწმება და შიდა ელექტრონულ პროგრამაში დავალებების დახურვა.

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბანკომატის სათადარიგო ნაწილების ტესტერის პოზიციაზე.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

 

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგური „დიდუბიდან“)

 სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება)

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქციებია:

  • ბანკომატის შეკეთებული სათადარიგო ნაწილის გამართულობის შემოწმება;
  • შიდა ელექტრონულ პროგრამაში დავალებების დახურვა.

რას მოველით კანდიდატისგან:

  • კარგ ციფრულ და კომპიუტერული უნარებს (MS Office, ელფოსტა, ინტერნეტი და ა.შ);
  • უცხო ენების ფლობას: რუსული - გამართულად საკომუნიკაციო დონეზე, ინგლისური - საბაზისო დონეზე;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
  • პუნქტუალურობასა და დეტალებზე ორიენტირების შესაძლებლობას.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass ბარათს.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.