პოზიციის ძირითადი ფუნქციებია ბაანკომატის კასეტების ხარვეზების დიაგნოსტიკა და მექანიკური შეკეთება და პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბანკომატის კასეტების სარემონტო სამუშაოების ტექნიკოსის პოზიციაზე.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგური „დიდუბიდან“)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება)
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი
პოზიციის ძირითადი ფუნქციებია:
- ბაანკომატის კასეტების ხარვეზების დიაგნოსტიკა და მექანიკური შეკეთება.
- პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
- სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრზნობა;
- პუნქტუალურობა;
- ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fit pass ბარათს;
- საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების ნორმირებულზე მაღალი ტარიფით დაანგარიშებას;
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.