თქვენი პასუხისმგებლობა იქნება ტექნიკური მომსახურების განხორციელება, დაზიანებული ნაწილების შეცვლა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ელექტრო-აპარატურის ტექნიკოსი (ინჟინერი ბანკომატების მიმართულებით)
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
აღნიშნული პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- ბანკომატების ტექნიკური მხარდაჭერა;
- საჭიროების შემთხვევაში ბანკომატის დაზიანებული დეტალების სათადარიგო ნაწილით ჩანაცვლება;
- პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია.
მოთხოვნები:
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს;
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
- სასურველია ტექნიკური მიმართულებით განათლება;
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1250 ლარი; ( კვალიფიკაციის ამაღლების შემთხვევაში ხელფასის მატება 250-400 ლარი)
- საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ავტომობილის იჯარა;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fit pass ბარათი:
- სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) და საწვავის ხარჯი;
- ავტომობილის დაზღვევა;
- ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავება
ჩვენ ვუზრუნველყოფთ თანამშრომლების ანაზღაურებად სწავლებას/დატრენინგებას
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!