სტაჟირება ადმინისტრაციულ დეპარტამენტში
Full-time ადმინისტრაცია
თბილისი, საქართველო

სტაჟირების პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც სურს ადმინისტრაციულ პროცესებში გამოცდილების შეძენა. თქვენი ძირითადი ამოცანები იქნება თანამშრომლების დასაქმების პროცესში მონაწილეობა, ადმინისტრაციული სამუშაოების შესრულება და Onboarding და Offboarding პროცესებში მონაწილეობა.

,,ბს/2 ჯორჯია“-ს HR და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ვეძებთ სტაჟიორს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1 სთ. შესვენება)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • თანამშრომლების დასაქმების პროცესში მონაწილეობის მიღება (რეზიუმეების გადარჩევა, გასაუბრებების დაგეგმვა, თარიღების და დროის შეთანხმება, ასევე საჭირო რესურსების მომზადება);
  • HR & ადმინისტრაციულ დეპარტამენტის სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება (დახმარება მიმდინარე პროექტებში, როგორიცაა კორპორატიული კულტურის განვითარება, სატრენინგო პროგრამების განხორციელება, თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის ახალი ინიციატივების დანერგვა და სხვა);
  • სხვა ადმინისტრაციული სამუშაოების შესრულება (დეპარტამენტის დღის წესრიგში არსებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, მაგალითად, შეხვედრების ორგანიზება, კორესპონდენციის განხილვა და სხვა);
  • Onboarding /Offboarding - ში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
  • განათლება სოციალური მეცნერებების / ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან დამამათავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მინიმუმ B1/B2 დონეზე;
ჩვენ გთავაზობთ:
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
  • ანაზღაურება: 1 თვე უხელფასო შემდეგი 5 თვე 500 ლარი (NET).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - HR სტაჟიორი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!