თუ თქვენთვის სასურველი ვაკანსია ვერ იპოვეთ, დაგვიტოვეთ თქვენი მონაცემები და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებით

თუ თქვენთვის სასურველი ვაკანსია ვერ იპოვეთ, დაგვიტოვეთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკავშირდებით.
,,ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
,,ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.
სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1 სთ. შესვენება)
ჩვენი გუნდის უპირატესობა მუდმივი განვითარება და პროფესიული ზრდაა. "ბს/2 ჯორჯია"-ს თანამშრომლებს აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ საერთაშორისო ტრენინგები და მიიღონ გამოცდილება წამყვანი სპეციალისტებისგან.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს
- Fit pass ბარათს
- ანაზღაურებას: კვალიფიკაციის შესაბამისად
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- მონაწილეობას ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში
- პროფესიული სწავლებას და განვითარებას
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ატვირთოთ ან გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!