ოფისის მენეჯერი უზრუნველყოფს ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის გამართულობას. ეს პოზიცია გულისხმობს შეხვედრების და ღონისძიებების დაგეგმვას, სტუმრების დახვედრას, კალენდრის მართვას, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულებას, როგორიცაა პრეზენტაციების მომზადება, სამოგზაურო საკითხების ორგანიზება და ოფისის მარაგების მართვა.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00 1სთ. შესვენება)
ლოკაცია: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
- ადმინისტრაციული მხარდაჭერა/კალენდრისა და კორესპონდენციის მართვა, შეხვედრების,თათბირების და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა;
- კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა,გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
- ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის, ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენა, სამოგზაურო დაზღვევების, სასტუმროს, ტრანსპორტისა და მოგზაურობის მარშუტის უზრუნველყოფა;
- სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
- შეხვედრის შემაჯამებელი პროტოკოლების შედგენა და პრეზენტაციების მომზადება;
- დაგეგმილი მიმდინარე პროექტების ეტაპების მონიტორინგი და ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- ვადების კონტროლი და ინფორმაციის უკუკავშირის მიღების უზრუნველყოფა;
- სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
- დიასახლისის, მებაღის, სამეურნეო სპეციალისტის და უსაფრთოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და კონტროლი;
- სხვა დავალეებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
- ტაქსის აპლიკაციის მართვა;
- ფოსტასთან კომუნიკაცია.
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.