შემოუერთდი ჩვენს გუნდს
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პოს კოორდინატორს.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- შემოსული დავალებების გაფილტვრა და დანიშვნა ტექნიკოსებზე;
- დახურული დავალებების გადამოწმება და პროგრამულად დახურვა;
- მონაწილეობის მიღება სხვა სამუშაოებსა და პროექტებში რომლებიც პირდაპირ კავშირშია კომპანიის საქმიანობასთან;
- სხვა დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელისგან, კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
- განათლება ტექნიკური მიმართულებით
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1
- ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში
- Fit pass ბარათს
- სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ზეგანაკვეთური
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს კოორდინატორი).
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!