ბანკომატების უსაფრთხოება

დღესდღეობით თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება წარმოადგენს საბანკო ინდუსტრიის აუცილებელ სტანდარტს. ყოველწლიურად იზრდება ბანკომატებზე იერიშის მიტანის რაოდენობა და მიყენებული ზარალი. დამნაშავეები იყენებენ ზემოქმედების სულ უფრო დახვეწილ მეთოდებს, იმისთვის რომ მიიტაცონ თანხა და ბანკის კლიენტების ან თანამშრომლების პერსონალური მონაცემები. ამასთან, ბოროტმოქმედთა დადგენა სულ უფრო რთულდება. მხოლოდ სკიმინგით მიყენებული ზარალი ყოველწლიურად შეადგენს 2 მილიარდ დოლარზე მეტს, ხოლო,  ბანკომატებზე ფიზიკური თავდასხმებისგან მიღებული ზარალი ევროპაში აღწევს 40 მილიარდ დოლარს წელიწადში.

იმისათვის, რომ შენარჩუნდეს საბანკო თვითმომსახურების მოწყობილობების უსაფრთხოება საჭირო დონეზე, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს ტერმინალების ყოველმხრივ დაცვას სხვადასხვა სახის იერიშისგან. სატერმინალო ქსელების მფლობელები ამ მიზნებისთვის იყენებენ პროგრამულ-აპარატული გადაწყვეტილებებისა და ფიზიკური ზემოქმედებისგან დამცავი საშუალებების სხვადასხვა კომბინაციებს.

ჩვენი გადაწყვეტილებები ბანკომატების უსაფრთხოებაზე ითვალისწინებს როგორც საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკებს ამ სფეროში, ასევე რეგიონალური ბაზრების სპეციფიურ თავისებურებებს.

ოპტიმიზაციის სფეროები

საბანკო მოწყობილობებისა და ბანკომატებში დაცული ნაღდი ფულის დაზღვევის ხარჯები

ბანკის უსაფრთხოების სამსახურის დატვირთულობა

თვითმომსახურების მოწყობილობაზე განხორციელებული იერიშების შედეგების აღმოფხვრის ხარჯები

მოწყობილობათა პარკის მუშაობის მმართველ- ოპერატორის მუშაობის ეფექტურობა

ბანკის ფინანსური და რეპუტაციული სტაბილურობის მხარდაჭერა

სადავო სიტუაციებისა და დისპუტის გადაწყვეტის პროცესის ორგანიზება

ბანკომატებზე ფიზიკური იერიშები

მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, ბანკომატებზე ყველაზე გავრცელებული იერიშის სახედ რჩება ფიზიკური მანიპულაციები თვითმომსახურების მოწყობილობებზე: გატეხვა, ბანკომატის ან სეიფის გახერხვა, ტერმინალის მოპარვა და ა.შ. ამასთან წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, დამნაშავეები უდიდეს ზიანს აყენებენ ძვირადღირებულ საბანკო მოწყობილობას, რაც შეუძლებელს ხდის მის შემდგომ ექსპლუატაციას რამოდენიმე დღისა და კვირის განმავლობაშიც კი.

ვიდეოთვალთვალის პლატფორმის შემოღება საშუალებას იძლევა მივიღოთ მონაცემები ყველა საეჭვო მოქმედების შესახებ უშუალოდ ბანკომატის სიახლოვეს: ვიდეოკამერების, სპეციალური სენსორების ნაკრების (გაზის, ტემპერატურის, მოძრაობის სენსორის) და ანტისკიმერების დახმარებით, რომელთა საშუალებითაც ფერხდება სკიმინგული მოწყობილობების დაყენების პროცესი ბანკომატებზე.

ლოგიკური შეტევები ბანკომატებზე (ჯეკპოტინგი და სხვა)

ლოგიკური იერიშის შესრულებისთვის ბოროტმოქმედები ამონტაჟებენ ბანკომატის კომპიუტერზე სპეციალურ მავნე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც ტერმინალში ახდენს არსებული ნაღდი ფულის გაცემის ინიცირებას. მოცემული პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება დაყენდეს დისტანციურად ან მონაცემთა გარე შენახვის მოწყობილობის მეშვეობით, რომელიც უშუალოდ უერთდება თვითმომსახურების მოწყობილობას გარკვეული ფიზიკური მანიპულაციების შემდეგ.

თვითმომსახურების მოწყობილობის დასაცავად ლოგიკური შეტევებისგან გამოიყენება სპეციალური პროგრამული გადაწყვეტილებები, რომლებიც იძლევა ბანკომატის კომპიუტერზე შენახული და მის მიერ გადაცემული მონაცემების დაშიფვრის საშუალებას და ასევე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აჩერებს არაავტორიზებული პროგრამების და პროცესების ჩაშვებას ტერმინალებზე.

პერსონალური მონაცემების ქურდობა (სკიმინგი,შიმინგი,ტრაპინგი)

პერსონალური მონაცემების ქურდობისთვის ბოროტმოქმედები იყენებენ სპეციალურ მოწყობილობებს, რომლებსაც აყენებენ ბანკომატის ბარათის წამკითხველზე, კლავიატურაზე ან დისპენზერზე: სკიმერები, შიმერები, ბარათებისა და ნაღდი ფულის მახეები და სხვა. სკიმერები  ბარათის მონაცემებს მაგნიტური ზოლიდან ტრანზაქციის დროს კითხულობენ, შიმერები კი,  მონაცემებს, რომლებიც ჩაწერილია ჩიპზე. მიტაცებული ინფორმაცია გამოიყენება ბარათის დუბლიკატის შესაქმნელად.

თაღლითობის კიდევ ერთი სახე, რომელიც უკავშირდება ტერმინალებს, ტრაპინგია. ბოროტმოქმედები იტაცებენ ბარათებს, რასაც წინ უძღვის სპეციალური მარყუჟი-ხაფანგის დაყენება ბარათის წამკითხველზე (card-trapping) ან იტაცებენ ნაღდ ფულს, ასეთი ხაფანგის დაყენებით ნაღდი ფულის დისპენსერზე (cash-trapping).

საბანკო თვითმომსახურების მოწყობილობების მწარმოებლები ითვალისწინებენ ტერმინალების აღჭურვას სპეციალური მოწყობილობებით, რომლებიც ეწინააღმდეგება პირადი მონაცემების მოპარვას მომხმარებელთა ბარათებიდან (ანტისკიმერები და სხვა), და ასევე აქტიურად ავითარებენ და ნერგავენ მონაცემთა უსადენო გადაცემის ტექნოლოგიებს. ავთენტიფიკაციის დროს უსაფრთხოების დამატებითი ზომები ასევე უზრუნველყოფილია სპეციალიზებული პროგრამული გადაწყვეტილებებით, მათ შორის ყოვლისმომცველი ვიდეო თვალთვალის სისტემებით.

უპირატესობები

თვითმომსახურების მოწყობილობათა პარკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯების შემცირება

ბანკომატებზე მიტანილი იერიშების შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯები

სარეპუტაციო დანაკარგების თავიდან აცილება

უსაფრთხოების სამსახურის მუშაობისა და სადავო სიტუაციების გადაწყვეტის პროცესის გამარტივება

ბანკომატების პარკის მართვის ოპტიმიზაცია

Მსგავსი პროდუქტები

ჩვენი პროექტები