ბანკომატების პარკის მართვა

ტერმინალის ქსელის მფლობელების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, მოწყობილობების პარკის (ბანკომატების, გადახდის ჯიხურების, ავტომატიზირებული დეპოზიტური მანქანების და ა.შ.) უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა და ტერმინალების ხელმისაწვდომობის ოპტიმალური მაჩვენებლების მიღწევა წარმოადგენს. European Financial Management Association (EFMA) ანგარიშის თანახმად, საბანკო მომსახურების მომხმარებელთა 39,5% მიიჩნევს, რომ ბანკომატების გადანაწილება და მოწყობილობათა ზოგადი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს უმთავრეს ფაქტორს ბანკის არჩევისას. ამგვარად, ტერმინალის გაუმართაობის ან რაიმე სხვა მიზეზით უმოქმედოდ ყოფნის ყოველი წუთი ნიშნავს ფინანსური ორგანიზაციისთვის არამარტო უკმაყოფილო კლიენტს, არამედ ფინანსურ დანაკარგსაც.

ტერმინალების ხელმისაწვდომობის მიზნობრივი მაჩვენებლების მისაღწევად, ორგანიზაციები მიდიან სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისა და ქსელის მომსახურების ხარჯის შემცირების გზით. თუმცა, პროცესებისა და ხარჯების ოპტიმიზაციას აქვს აზრი მხოლოდ მოწყობილობათა პარკის სტაბილური და უწყვეტი მუშაობის ორგანიზების შემთხვევაში.

Diebold Nixdorf-ის მონაცემების თანახმად, 10 დან 9 ტექნიკური პრობლემა არ უკავშირდება ბანკომატის მექანიკურ დაზიანებას და შეიძლება გადაწყდეს სერვისის ინჟინერის ადგილზე მისვლის გარეშე. ამავე დროს, ბანკომატების პარკის ამოცანათა დაახლოებით 75% შეიძლება შესრულდეს ავტომატურ რეჟიმში. ამგვარად, მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ტერმინალის ქსელის მფლობელმა არის ის, რომ უზრუნველყოს თვითმომსახურების მოწყობილობების მუშაობის აქტიური მონიტორინგი და დისტანციური მომსახურება იმ სიტუაციებში, სადაც ეს შესაძლებელია. ამ პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება ბანკომატების პარკის მართვის სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით.

ოპტიმიზაციის სფეროები

კაპიტალური ხარჯები სატერმინალო მოწყობილობების პარკის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად

საოპერაციო ხარჯები სატერმინალო მოწყობილობების პარკის მუშაობის შესანარჩუნებლად

მოწყობილობების პარკის განვითარება ( პროგრამული უზრუნველყოფა და ფუნქციონალურობა)

თვითმომსახურების მოწყობილობების ტექნიკური ხელმისაწვდომობა

მომსახურების სტაბილურობა

სატერმინალო მოწყობილობების პარკის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები

მომსახურების შესაბამისობა კლიენტების მოლოდინებთან და ჩვევებთან

ინციდენტების მართვის პროცესის ავტომატიზაცია

თვითმომსახურების მოწყობილობების მუშაობის მონიტორინგი

თვითმომსახურების მოწყობილობების უმოქმედოდ ყოფნის ყოველი წუთი ბანკისთვის ნიშნავს ფინანსურ და რეპუტაციულ დანაკარგს. ტერმინალების მუშაობის კომპლექსური მონიტორინგი რეალურ დროში საგრძნობლად ამცირებს სატერმინალო ქსელის ადმინისტრირებისა და მომსახურების ღირებულებას. ამცირებს ტერმინალების უმოქმედოდ ყოფნის დროს, ეხმარება სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის დროულ აღმოჩენაში, ლოკალიზებასა და გადაწყვეტაში. ყოველივე ეს ეხმარება ფინანსურ ორგანიზაციას თავისი თვითმომსახურების ქსელის მუშაობის ეფექტურობისა და რენტაბელურობის ამაღლებაში.

ტერმინალების პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური მართვა

ყოველ ჯერზე, როდესაც ბანკომატი მწყობრიდან გამოდის ან ამა თუ იმ მიზეზით აჩერებს მუშაობას, სატერმინალო ქსელის მეპატრონე იძულებულია გაგზავნოს მოწყობილობასთან სერვისის პერსონალი, რათა გამოავლინოს და აღმოფხვრას დაზიანების მიზეზი.

სპეციალიზირებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა საშუალებას არა მარტო დისტანციურად ჩატარდეს თვითმომსახურების მოწყობილობების მუშაობის დიაგნოსტიკა, არამედ დაიგეგმოს და ავტომატურად ჩაეშვას განახლების პაკეტები მოწყობილობათა განსაზღვრული ჯგუფებისთვის და  საჭიროებისას მოხდეს ტერმინალების გადატვირთვა. ასევე, იძლევა საშუალებას იპოვოს ინციდენტის გაჩენის მიზეზები, რომლებიც უკავშირდება პროგრამულ უზრუნველყოფას და შესაძლებელს ხდის დისტანციურად გადაჭრას პრობლემა. რაც საბოლოო ჯამში საგრძნობლად ამცირებს ხარჯებს მოწყობილობების  მომსახურებაზე.

თვითმომსახურების მოწყობილობების ტრანსფორმაცია

ბანკომატები და საბანკო თვითმომსახურების სხვა მოწყობილობები უცვლელად იპყრობენ თაღლითებისა და ბოროტმოქმედთა ყურადღებას. ბანკომატებზე ლოგიკური და ფიზიკური შეტევების რაოდენობა იზრდება ყოველწლიურად. ბანკები იძულებულნი არიან უდიდესი რესურსი დახარჯონ თავიანთი სატერმინალო ქსელის უსაფრთხოებაზე.

თვითმომსახურების მოწყობილობათა მდგომარეობის მონიტორინგი რეალური დროში და მათი მუშაობის მართვა დისტანციურად, უზრუნველყოფს ტერმინალების უსაფრთხოების მაღალ დონეს და იცავს მათ რიგი თაღლითური ქმედებებისგან. ამგვარად, სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა არამარტო ანტივირუსული პროგრამის დისტანციური დაყენებისა და განახლების საშუალებას, არამედ დაყაჩაღების საშიშროებისას ტერმინალის გათიშვის საშუალებასაც, წინასწარ გაწერილი სცენარის მიხედვით.

სატერმინალო მოწყობილობების პარკის მომსახურება

გადახდის ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტი (PCI DSS) მოითხოვს საეჭვო მოვლენებზე ელექტრონულ აღრიცხვას, შენახვას და რეგულარულ შემოწმებას. მონაცემთა შეგროვება, შენახვა და ანალიზი (მოვლენის შესახებ ინფორმაცია) მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის. შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ტერმინალის პარკის მფლობელს შეუძლია დაგეგმოს სტრატეგია შემდგომი ბიზნესის განვითარებისთვის.

სხვადასხვა წყაროდან შეგროვებული მონაცემების ცენტრალიზაცია ავტომატიზაციისა და ანალიზის ინსტრუმენტების დანერგვით უზრუნველყოფს მომსახურების ორგანიზაციის მაღალ ხარისხს და  საოპერაციო ამოცანების საინფორმაციო მხარდაჭერას არსებული ბიზნეს პროცესების გათვალისწინებით.

უპირატესობები

თვითმომსახურების მოწყობილობების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა

გაჩენილი დაზიანებების ოპერატიული აღმოფხვრა

თვითმომსახურების მოწყობილობების ტექნიკური ხელმისაწვდომობა

ხარჯების შემცირება სატერმინალო მოწყობილობათა პარკზე

სატერმინალო პარკის ფლობის ღირებულების შემცირება

საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია

Მსგავსი პროდუქტები

ჩვენი პროექტები