გადაწყვეტილება ნაღდი ფულის დეპოზიტის ოპტიმიზაციისთვის Cash-In Box.iQ

აღწერა

Cash-In Box.iQ – კომპლექსური პროგრამულ-აპარატული გადაწყვეტილება დეპოზიტის პროცესების ოპტიმიზებისა და ფულადი სახსრების ინკასაციისთვის სავაჭრო წერტილებში, ნაღდი ფულის მიმღებ საბანკო თუ საფოსტო განყოფილებებში, გადაწყვეტილება Cash-In Box.iQ წარმოადგენს საიმედო ავტომატიზებულ დეპოზიტურ მანქანას Cash-In Box 17, ინტეგრირებულს ბანკის IT-სისტემასთან და სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რომელიც პასუხისმგებელია მოწყობილობის მართვაზე და გააჩნია მისი მუშაობის მონიტორინგისა და კონტროლის ხელსაწყოები.

მოწყობილობები

დეპონირებული საშუალებების მყისიერი ჩარიცხვა ანგარიშზე

Cash-In Box.iQ გადაწყვეტილების მეშვეობით ფულადი სახსრების შეტანა ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ თანხა ჩარიცხულია ანგარიშზე, რაც მთლიანად უხსნის დეპოზიტორს თანხის შემდგომ შენახვასთან ან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. ასევე, აღნიშნული საშუალებას იძლევა ეს საშუალებები პრაქტიკულად მყისიერად იქნას გამოყენებული ანგარიშსწორებისთვის.

დეპოზიტორის იდენტიფიკაციის ფართო შესაძლებლობები

გადაწყვეტილება დეპოზიტორის სხვადასხვა გზით იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა (კლიენტის კოდით, პირადი დოკუმენტების ნომრით, ბიომეტრიული მონაცემებით და სხვა), ოპერაციული შეცდომების რისკის მინიმალიზებით და თანხის შეტანის ოპერაციებისთვის საჭირო დროის შემცირებით.

გამოყენების სიმარტივე და საიმედოობა

სადეპოზიტო მანქანას გააჩნია მოსახერხებელი ინტუიტიურად გასაგები სამომხმარებლო ინტერფეისი, რომელიც ანგარიშსწორების ოპერაციების, ვალიდაციის და ანგარიშზე თანხის შეტანის სირთულეების გარეშე განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა თანხა შეაქვს ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეებს და ბანკის სხვა კლიენტებს), რომელსაც არ აქვს თვითმომსახურების მსგავსი მოწყობილობების გამოყენების გამოცდილება.

მოქნილობა თანხის შეტანისას

დეპოზიტორს შეუძლია აირჩიოს მისთვის მოსახერხებელი ადგილი და დრო დეპოზიტის შესატანად, რიგების და სხვა სახის დისკომფორტის თავიდან აცილებით. სავაჭრო წერტილების წარმომადგენლების წინაშე აღარ დგას სალაროს დღის დახურვის გრაფიკის მორგების აუცილებლობა ინკასაციის სამსახურის სამუშაო რეჟიმთან.

ფულადი სახსრების უსაფრთხოება

მოწყობილობა აღჭურვილია კუპიურების ვალიდაციის და გადათვლის ინსტრუმენტებით, რაც გამორიცხავს ყალბი ფულის მიღებას. სპეციალური მექანიზმები უზრუნველყოფენ ნაღდი ფულის უსაფრთხოებას შენახვისა და ინკასაციის დროს.

დიდი ტევადობა

თვითმომსახურების მოწყობილობას შეუძლია 17 000 კუპიურამდე შენახვა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სტანდარტული ბანკომატების და ელექტრონული მოლარეების ტევადობას. ეს მოქნილობის საშუალებას იძლევა ინკასაციის დაგეგმვისა და ორგანიზების თვალსაზრისით დეპოზიტის განხორციელების მსურველთა დიდი ნაკადის დროსაც კი.

წვდომისა და ფუნქციურობის გამიჯვნა

გადაწყვეტილების უსაფრთხოება და ექსპლუატაციის კომფორტულობა მიიღწევა წვდომის უფლებების ადმინისტრირების შესაძლებლობით. სისტემაში გათვალისწინებულია რამდენიმე სამუშაო ადგილი (ოპერატორი, ინკასატორი, ადმინისტრატორი, კლიენტი), თითოეული მათგანისთვის გათვალისწინებულია ხელმისაწვდომი ქმედებების გარკვეული ნაკრები.

მონიტორინგის მოწინავე საშუალებები

Cash-In Box.iQ უზრუნველყოფს მოწყობილობის ტექნიკური მდგომარეობისა და შენახული ნაღდი ფულის დონის დისტანციურ მონიტორინგს. შეტყობინების სისტემა რეალური დროის რეჟიმში აწვდის ოპერატორს ინფორმაციას ფულის შენახვაზე დაწესებული ლიმიტების მიღწევის შესახებ.

მოსახერხებელი ინკასაცია

Cash-In Box.iQ გადაწყვეტილება ინკასაციის სამსახურის თანამშრომლის ავტორიზების და თანმხლები დოკუმენტების ავტომატურად მომზადების შესაძლებლობას იძლევა. თავად მოწყობილობა უზრუნველყოფს მოსახერხებელ წვდომას სეიფთან და არსებითად ამარტივებს ფულის გადმოტვირთვას.

ბიზნეს-ანალიტიკა და ანგარიშგება

Cash-In Box.iQ თვითმომსახურების მოწყობილობების მთლიანი ქსელის ანგარიშგების შესაძლებლობას იძლევა ფინანსურ ჭრილში, ასევე შესაძლებელია მონაცემების ექსპორტი ინტეგრირებულ ბიზნეს-ანალიტიკურ ან ავტომატიზებულ საბანკო სისტემებში.

  • ინკასატორის ჩანთის ტევადობა -15 000-დან 17 000-მდე ბანკნოტი.
  • ჩასატვირთი ბუნკერის ტევადობა -500 ბანკნოტი.
  • ნაღდი ფულის დაბრუნების მოდულის ტევადობა – 300 ბანკნოტი
  • წუნმდებელ- დამგროვებლის ტევადობა -100 ბანკნოტი.
  • ნაღდი ფულის დამუშავების სიჩქარე- 1500 ბანკნოტი წუთში.
  • ნაღდი ფულის დამუშავების სიჩქარის განსაზღვრის შესაძლებლობა – 17-დან 21-მდე ბანკნოტი წამში.
  • ვალუტის შემოწმება – მანქანურად კითხვადი 4 ნიშნით (ნომრების წაკითხვა, მათ შორის ბანკნოტის სერიების)
  • 10 ვალუტის მიღება „მიქს“ რეჟიმში.
  • გადასათვლელი ნაღდი ფულის ოდენობის მითითების შესაძლებლობა (გამოიყენება გასავლის ოპერაციების შესასრულებლად)
  • სამომხმარებლო სენსორული ეკრანი 17“
  • ფრონტალური კამერა
  • თერმოპრინტერი თითოეული ოპერაციის თანმხლები დოკუმენტებისთვის
ჩვენი გუნდი მოხარული იქნება გასცეს პასუხი თქვენს კითხვებს დატოვეთ შეტყობინება ერთ - ერთ ჩვენს წარმომადგენელთან და ჩვენ დაგიკავშირდებით რაც შეიძლება სწრაფად.

კირილ ოვსიანიკოვი

დირექტორის მოადგილე სტრატეგიულ მიმართულებაზე

ჩვენი პროექტები