პროექტების მენეჯერი
Full-time გაყიდვების დეპარტამენტი
თბილისი, საქართველო

ამ პოზიციაზე თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობა იქნება პროექტების დროული და ხარისხიანი მართვა. აღნიშნული როლი მოიცავს კლიენტებთან და გუნდთან კომუნიკაციას, რესურსების კოორდინაციას, პროექტის მასშტაბის განსაზღვრასა და ცვლილებების ეფექტურ მართვას.

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ პროექტების მენეჯერს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • კლიენტთა საჭიროებების ანალიზი/შეფასება, გადაწყვეტილებების ძიება;
  • კომუნიკაცია კლიენტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
  • პროექტის მასშტაბის განსაზღვრა და ცვლილებების მართვა;
  • პროექტის რესურსებისა და ბიუჯეტის კოორდინაცია და კონტროლი;
  • გუნდური მუშაობის ორგანიზება, კომუნიკაციის უზრუნველყოფა და დავალებების დროული შესრულების ზედამხედველობა;
  • პროექტის დოკუმენტაციის ორგანიზება და რეპორტინგი;
  • პროექტის მიმდინარეობის კონტროლი შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით.
მოთხოვნები:
  • Მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • IT პროექტების მართვის გამოცდილება;
  • სავალდებულოა სერთიფიკატი პროექტმენეჯერის;
  • IT დეველოპერული გუნდის მართვის გამოცდილება;
  • Java ან .NET კლიენტ-სერვერის აპლიკაციის შემუშავების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2/C1.
  • სპეციფიკაციების შექმნის გამოცდილება;
Სასურველია იცოდეთ:
  • Jira-სთან ან მსგავს პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
  • Გამოცდილება მხარდაჭერის მსგავს პროგრამასთა ან/და პროცესთან მუშაობის;
  • Ზოგადი წარმოდგენა UI/UX-ს შესახებ.
ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fitpass ბარათს.
  • სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
  • ანაზრაურება: 4500 – 5000 ლარი (NET)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პროექტების მენეჯერი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!