ოპერატორი ბათუმში
Full-time
ბათუმი, საქართველო

შემოუერთდი ჩვენს გუნდს

,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ოპერატორს ბათუმში.

 

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს,  ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

 

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, დ. თავდადებულის 89

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
კომპანიის შიდა პროგრამებში მუშაობა;

  • დავალებების შექმნა, დანიშვნა პროგრამის საშუალებით;
  • სხვადასხვა შიდა ჯგუფების მონიტორინგი და მყისიერი უკუკავშირის მოხდენა;
  • სატელეფონო ზარებზე დროული რეაგირება, კომპანიის სტადარტების დაცვით;
  • აქტიური პრობლებური საკითხების მონიტორინგი.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B2 დონეზე;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ - ჩვევების ათვისების სურვილი ქონა.

ჩვენ  გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
  • Fit pass ბარათს;
  • ანაზრაურება: 700 ლარი (NET)  + ზეგანაკვეთური (არსებობის შემთხვეაში).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ოპერატორი -  ბათუმი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!