შემოუერთდი ჩვენს გუნდს
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ მთავარი ბუღალტრის მოადგილეს.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
სამუშაო ადგილი: დიღომი 7 , პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1სთ. შესვენება)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- საქონელთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა (შესყიდვები, გასვლა, ჩამოწერა, გადაფასება, გადაადგილება და ა.შ.);
- დებიტორ/კრედიტორების აღრიცხვა;
- ბანკი/სალარო;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- ყველა დოკუმენტის შევსება შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკის თანახმად;
- პირველადი დოკუმენტაციის მომზადება , წარმოება და დაარქივება;
- სასაქონლო ზედნადებების გამოწერტა პორტალზე:
- მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
- ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- ხელშეკრულებების ადმინისტრირება;
- შედარების აქტების წარმოება დებიტორებთან;
- ბუღლატრულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- უმაღლესი ფინანსური განათლება;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა.
- ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- პროგრამა 1C და ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
- Fit pass ბარათს;
- ხელფასი: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - მთავარი მუღალტერის მოადგილე.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!