შემოუერთდი ჩვენს გუნდს
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ბუღალტერს.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
სამუშაო ადგილი: დიღომი 7 , პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1სთ. შესვენება)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
- ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
- საგადასახადო დეკლარაციებისთვის მასალების მომზადება;
- ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი;
- ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- საკადრო საკითხები (თანამშრომლის მიღება/გათავისუფლება, მივლინებები და ა.შ);
- კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- დოკუმენტაციის წარმოება „შვილობილი კომპანიების მენეჯმენტის პოლიტიკის თანახმად“;
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა "ბალანს"-ში მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Word, Excel);
- რუსული/ინგლისური ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
- Fit pass ბარათს;
- სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
- ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ბუღალტერი.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!