B2B კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
Full-time კომერციული დეპარტამენტი
თბილისი, საქართველო

თქვენი პასუხისმგებლობა იქნება სტრატეგიული პარტნიორობით კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.

B2B კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, ქალაქში - თბილისი,

ბს/2 ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის — „Penki Kontinentai“ ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრის სახით. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს ინოვაციური პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.

ბს/2-ის პროგრამული უზრუნველყოფა 30 წელზე მეტია გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში. კომპანიის რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს მსოფლიოს 9 ქვეყანაში: ლიეტუვა (სათავო ოფისი), ლატვია, ესტონეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ესპანეთი.

ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას)
სამუშაო ადგილი:სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 – 18:00 1 სთ. შესვენება)
შრომის ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
შრომის ანაზღაურება:პოზიციის დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი

პოზიციის დასახელება:
აშენება და შენარჩუნება სტრატეგიული პარტნიორობის მართოს პარტნიორი შემოსავალი. ძირითადი პასუხისმგებლობები მოიცავს პარტნიორების იდენტიფიცირებას, მოლაპარაკებების გარიგებებს და ურთიერთობების მართვას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაზრის მუდმივი კვლევა, ახალი შესაძლებლობების ინდენტიფიცირება, ინდუსტრიის ტენდენციების და კონკურენტების მუდმივი ანალიზი.
  • ახალ ბიზნესს ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა.
  • სტრატეგიულ დაგეგმარებაში მონაწილეობა.
  • პარტნიორობის განვითრების ხელშეწყობა და მათი ყველა საჭიროებების დაკმაყოფილება.
  • კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერა კლიენტების პორტფელების მართვაში და კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნებაში. კლიენტების ბაზის მუდმივი მონიტორინგი და განახლება CRM პროგრამაში.
  • კლიენტებთან დაკავშირებული საკითხების/პრობლემების მოგვარება და მათ კითხვებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მათი შესაბამის დეპარტამენტებთან გადამისამართება. პარტნიორების/კლიენტების მოწვევა სხვადასხვა ღონისძიებაზე.
  • საჭირებისამებრ პრზენტაციების/კომერციული შეთავაზებების მომზადება/წარდგენა.
  • ტენდერებისთვის თვალყურის დევნება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და მათში მონაწილეობის მიღება.
  • მიმდინარე პროექტების სამუშაო გეგმისა და გრაფიკის თვალყურის დევნება და სიახლეების CRM პროგრამაში რეგისტრაცია. განახლებების კოლეგებისთვის მიწოდება და პროექტის დახურვამდე შიდა ჯგუფებთან თანამშრომლობა (ტექნიკური დეპარტამენტი, ბუღალტერია). შეკვეთილი პროდუქციის გადაადგილება/ჩამოსვლის კონტროლი დადგენილ ვადებში.
  • მოთხოვნის შესაბამისად, სათავო ოფისის ბაზების განახლება გაყიდვებთან/კომერციულ საკითხებთან დაკავშირებით.
  • გაყიდვებთან/კომერციასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლება.
  • გაყიდვებთან დაკავშირებული საბუთების გაგზავნა/მიღების კონტროლი;
  • B2B პარტნიორებთან ურთიერთობის საპროტოკოლო მხარდაჭერა (შეხვედრების ორგანიზება-მომზადება, ლოგისტიკის კოორდინაცია, დღის წესრიგების მომზადება და ა.შ.).
  • კორპორატიული და კომპანიის პროდუქციასთან დაკავშირებული ღონისძიებების, პრეზეტნაციების, კონფერენციების და სემინარების ორგანიზებაში მონაწილეობა.
  • კომპანიის მენეჯმენტის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, დამატებითი ფუნქციების შესრულება.

რას ვითხოვთ:

  • 3 წლიანი გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის, B2B მომხმარებელთა მხარდაჭერის, ტექნიკური მხარდაჭერის როლში;
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • SLAs-თან, KPI-ებთან და დამხმარე მეტრიკებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ანალიტიკური უნარი;
  • MS Office, CRM, Agile Software.

რას გთავაზობთ:

  • კონკურენრული ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fit pass ბარათს:
  • სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი) ხარჯების ანაზღაურებას;
  • ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავება

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!