მარკეტინგის მენეჯერი
Full-time მარკეტინგი
თბილისი, საქართველო
ამ პოზიციაზე თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და ანალიზი, კომპანიის საკომუნიკაციო არხების განვითარება, ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანზიება.
ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს.
"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.
ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის N6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგურ "დიდუბიდან")
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00, (1 სთ. შესვენება)
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით.
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- სათაო ოფისის მარკეტინგის გუნდთან კოორდინირებული და სისტემური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბრენდის სტანდარტებისა და კორპორატიული იდენტობის შესაბამისობის დაცვის მიზნით;
- ბრენდის ცნობადობის ამაღლებისა და პოზიციონირების გაძლიერების მიზნით, მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
- კომპანიის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის მოკლე და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, დანერგვა, შესრულების მონიტორინგი და შეფასება;
- კომპანიის სოციალური მედიის არხების სტრატეგიული განვითარება, კონტენტის მართვა და ეფექტიანობის ანალიზი;
- სხვადასხვა მარკეტინგულ პროექტებსა და კამპანიებში აქტიური მონაწილეობა და მათი განხორციელების პროცესის მხარდაჭერა;
- სარეკლამო და საინფორმაციო ვიზუალური მასალების (პოსტერები, ბანერები, ვიდეორგოლები და სხვ.) შექმნის პროცესში ჩართულობა, დამტკიცებული მასალების ბეჭდვის ორგანიზება და ციფრულ არხებში განთავსება;
- კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური განახლება და შესაბამისი კონტენტის მომზადება/რედაქტირება;
- გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობით პოტენციური პარტნიორებისა და კორპორატიული კლიენტების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზებებისა და კომერციული წინადადებების მომხადებაში მონაწილეობა;
- საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულებების მომზადება/გაფორმება და პარტნიორებთან შემდგომი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა იმ დავალებების შესრულება, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება მარკეტინგის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებს.
რას მოველით კანდიდატისგან:
- უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მონათესავე მიმართულებით);
- სოციალური მედიის პლატფორმების, მათ შორის Facebook და LinkedIn გვერდების ადმინისტრირების პრაქტიკული გამოცდილება და შესაბამისი ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა;
- B2B გაყიდვების მოდელზე ოპერირებად კომპანიაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის სპეციფიკის ცოდნა.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ დონეზე (წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარით);
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და საქმიანი მიმოწერის წარმოების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- საკომუნიკაციო ხარჯების ანაზღაურებას
- Fit pass ბარათს
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მონაწილეობას ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში;
- პროფესიული სწავლებასა და განვითარებას.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.